logo
ENG



ზურაბიშვილი: სირია ე.წ. აფხაზეთის "საელჩოს" გახსნით საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევს

06 ოქტ 202021:14
3 წუთის საკითხავი
 
jpw4mulggkvxmxe.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საელჩოს" გახსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

"სირიაში ე.წ. აფხაზეთის "საელჩოს" გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და მომავალშიც დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", - წერს ზურაბიშვილი.

ინფორმაცია სირიაში ე.წ. საელჩოს გახსნაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" გაავრცელა.


close დახურვა